გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა

გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8,5 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg და Reuters ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ უკვე მიიღო და პარლამენტმა შესაძლოა მომავალ კვირაში დაამტკიცოს.

გერმანია უკრაინის უდიდესი სამხედრო სპონსორია ევროპაში და მეორეა მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.

მსგავსი თემები