რუსეთში რიაზანის რეგიონში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

რიაზანის რეგიონში სატვირთო მატარებლის 19 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლის თანაშემწემ.

არსებული ინფორმაციით, ვაგონების რელსებიდან გადავარდნა მოხდა ლიანდაგზე აფეთქების გამო.

ტელეგრამის არხი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ ლიანდაგის ნაწილი განადგურებულია. წყაროები ადასტურებენ, რომ ინციდენტის შედეგად რკინიგზის ლიანდაგი დაზიანდა.

მსგავსი თემები