,,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა თავდასხმა მოგერიებულია” – უკრაინის შეიარაღებული ძალები

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ქვედანაყოფების ბახმუტის მიმართულებით გადაყვანას და გეგმავენ შეტევის გაძლიერებას. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილე, მაქსიმ ჟორინი საუბრობს.

„ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გააქტიურება ჩვენთვის სიახლე არ არის. ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ აგროვებდნენ ძალებს, როგორ გადაჰყავდათ ახალი ნაწილები“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ახლაც მძიმე და აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს და მტერი ცდილობს შეიარაღებული ძალების დაცვაში სუსტი წერტილების პოვნას.

მსგავსი თემები