ისრაელი-ღაზის ომის შედეგად, სულ მცირე, 40 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 40 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 35 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 8, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3, ხოლო დაკავებულად 13 ჟურნალისტი.

,,ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი საფრთხის წინაშე ღაზაში დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების, კომუნიკაციის შეფერხებისა და ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე ცდილობენ. CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მხარეების სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.

მსგავსი თემები