ხობში სოფელ ჭალადიდში შეიარაღებული ნიღბიანები ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში 3 ან 4 შეიარაღებული პირი სალარიძეების ოჯახს დაესხა თავს და ფული და ოქრო მოითხოვა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, თუმცა სავარაუდოდ პოლიციას ისინი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მათ ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაღებულია დაახლოებით 500 ლარამდე თანხა და ოქრო.

პოლიციამ დაზარალებული ოჯახი უკვე გამოკითხა. ამოღებულია თითის ანაბეჭდები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადატანილი.

გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები