კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია.
„საკმაოდ რთულია იურიდიული საკითხები და არ ვიცი, რას ნიშნავს იურიდიულად მისი შეწყალება. ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა საბოლოოდ გამოკეთდეს. ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა. პოლიტიკურ გარემოში გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია იმიტომ, რომ ერთია მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ახსოვს, რა რთული პირობები გამოიარა და შეიძლება შეწყალება მათთვის მიუღებელი იყოს. როცა არის გარდამტეხი პერიოდები და საჭიროა წინ წავიწიოთ, ძალიან რთულია, ამის გამო გათიშვა“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.