კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 29 წლის ჯავიდ მამედოვი ცივი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს თქმით, აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება.