რუსებმა ტორეცკი დაბომბეს – არიან დაღუპულები

რუსებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ავიეიერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

,,მტრის ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ორი ადამიანი მოწინააღმდეგის ცეცხლსასროლი იარაღის ქვეშ მოექცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა”, – წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, აფეთქებების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული შენობები.

მსგავსი თემები