ბათუმში ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები