კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი დარღვევისთვის, კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციისა და ომის პროპაგანდისთვის, კანადამ ახალი სანქციები დაუწესა 9 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქცირებულები პირდაპირ უწყობენ ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩვენ მოვუწოდებთ პუტინს და მის თანამშრომლებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ეს გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელ რეგიონში და უამრავ სიცოცხლეს”, – აცხადებს კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მელანი ჯოლი.

მსგავსი თემები