ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა დააზუსტა

ისრაელის მთავრობამ 7 ოქტომბერს ჰამასის დარბევისას დაღუპული ადამიანების რაოდენობა დააზუსტა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაღუპულია დაახლოებით 1200 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა 5 ჯარისკაცის დაჭრის საპასუხოდ. დარტყმის სამიზნე იყო “ჰეზბოლას” შენობა და საბრძოლო პოზიციები, იარაღის საცავი და დაზვერვის ინფრასტრუქტურა.

ისრაელის არმიის 5 ჯარისკაცი ლიბანის საზღვარზე 10 ნოემბერს დაიჭრა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები