,,ხომ არ ვმალავთ, გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები, ამერიკული გავლენა, ევროპული, რუსული” – კალაძე

ხომ არ ვმალავთ, გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები, ამერიკული გავლენა, ევროპული, რუსული, – ამბობს თბილისის მერი, რუსული კანონის მხარდამჭერი კახი კალაძე “იმედის”ეთერში.

,,ჩვენ რომ რუსეთუმე ხელისუფლება ვიყოთ, 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში, რატომ დღეს მაინც და მაინც კაცო, გუშინ გავაკეთებდით იმას, რომ რუსეთისკენ წავსულიყავით ხომ?! მაგრამ არ გვინდა ეს რუსეთი, კაცო! გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ გვინდა ღირსებით, თავაწეულები ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გავამყაროთ ჩვენი სუვერენიტეტი.

აღნიშნულ კანონზეც ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ხომ არ ვმალავთ რაიმეს, ვამბობთ, რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები, გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა ქვეყანაში, გვინდა შევამციროთ ევროპული გავლენა, რუსული გავლენა, სხვა ქვეყნების გავლენები. არის რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც გვიჭირს ასე საჯაროდ საუბარი”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები