რუსების მიერ გაშვებული 31 “შაჰიდიდან” 19 გავანადგურეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას “შაჰიდებითა” და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ოკუპანტების მიერ გაშვებული 31 დრონიდან გაანადგურეს 19.

თავდასხმის მოგერიების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ როგორც უკრაინის საჰაერო, ასევე თავდაცვის ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები.

საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, პოლტავაში, სუმში, კიროვოგრადსა და კიევში.

მსგავსი თემები