,,ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა უდიდესი სირცხვილია” – ზურაბიშვილი კობახიძეს

ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა უდიდესი სირცხვილია, – წერს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

,,ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხიებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!

მართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია.

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის. დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!!

რაც ეხება ენას … თქვენი სუძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა !”, – წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები