ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. კომპანია Bolt-ის 200-მდე მძღოლი მე-6 დღეა მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებს.
აქციის მონაწილეები მგზავრობის ტარიფის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, მოქმედი ტარიფით მათ მუშაობა განაახლონ. Bolt-ის გაფიცულ თანამშრომლებს სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ.