,,რუსეთი ქართული კონიაკის ნედლეულის იმპორტისთვის პირობების გამარტივებას გეგმავს”. ამის შესახებ გამოცემა “იზვესტია” წერს.
გამოცემა ამბობს, რომ ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ალკოლოჰლისა და თამბქაოს ბაზრების კონტროლის სამსახურმა (Росалкогольтабакконтроль) ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილ წერილში. მანამდე “სოიუზკონიაკი” ითხოვდა საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივებას ნედლეულის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად.
ამჟამად რუსეთში იმპორტირებული ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის. რუსეთში ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ, ფედერალური საბაჟო კონიაკის დისტილატის თითოეულ პარტიას ცალ-ცალკე აფორმებს. გარდა ამისა, პროდუქციის შეტანა რუსეთში მხოლოდ იმ მწარმოებლებს შეუძლიათ, რომლებმაც გაიარეს ინსპექტირება როსპოტრებნადზორის მიერ.
,,კონიაკის დისტილატის მიწოდება, შუამავალი ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით სატრანზიტო ქვეყნების მეშვეობით (როგორიცაა სომხეთი), უშუალოდ მწარმოებლისგან საქართველოდან, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მიმღებისთვის”, – ნათქვამია ფედერალური სამსახურის წერილში ფინანსთა სამინისტროსადმი.