ლიკვიდირებულია ,,ჰამასის” მეთაური, რომელსაც საავადმყოფოში 1000-მდე მძევალი ჰყავდა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზაში მოკლეს ,,ჰამასის” მეთაური, აჰმედ სიამი. მას ღაზაში, რანთისის საავადმყოფოში, დაახლოებით 1 000 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი.

მათივე ცნობით, სიამი, სხვა ტერორისტებთან ერთად, ღაზის ქალაქ ალ-ბურაქის სკოლაში იმალებოდა.​

,,აჰმედ სიამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჰამასი” ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის ადამიანურ ფარად იყენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.​

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ აჰმედ სიამს 1 000-მდე სამოქალაქო პირი რანთისის საავადმყოფოში მძევლად ჰყავდა აყვანილი და მათ სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა.

მსგავსი თემები