,,უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, რადგან აშშ-ს მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება” – ბორელი

,,უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, რადგან აშშ-ს მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

,,ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელიც გამოსცდის ევროკავშირს. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, სადაც რუსეთზე გამარჯვების პერსპექტივა არ არის მყისიერი. ჩვენ, ევროპელები, რომლებსაც ამის საშუალება გვაქვს, უნდა ვიყოთ მზად, პოლიტიკურად რომ ვთქვათ, გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება”, – თქვა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოსაყოფ მილიარდობით დოლარის შესახებ. დაფინანსების შეფერხებამ აიძულა შეერთებული შტატები დაეწყო კიევისთვის სამხედრო დახმარების ნაკადის შეზღუდვა, რადგან პენტაგონს მხოლოდ $1 მილიარდი აქვს დარჩენილი იარაღის მარაგის შესავსებად.

მსგავსი თემები