წავიქეცი და ფეხებს მირტყამდნენ სახეში, რომ როგორმე სახეზე დაემჩნიათ რამე – ჩაჩანიძე თავდასხმაზე

წავიქეცი და ფეხებს მირტყამდნენ სახეში, რომ როგორმე სახეზე დაემჩნიათ რამე, – ამბობს პარტია “ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ.

,,იყვნენ სულ ოთხნი, ორი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი წამოვიდა მეორე მხრიდან, ერთი მანქანით ელოდებოდა, სამანქანო გზაზე გადავირბინე, იქ, გზაზე იყო გაწევ-გამოწევა, წავიქეცი და ფეხებს მირტყამდნენ სახეში, რომ როგორმე სახეზე დაემჩნიათ რამე, რაც ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ კარგად დავიცავი ხელებით, მაჯებით და მუშტებით.

არ მაქვს პოლიციის იმედი და შსს-ს რაიმე რეაგირების იმედი, თვითონ არ დამკავშირებიან და არც მე არ ვუკავშირდები დიდად, იმიტომ რომ რა ვიცი, კიდევ რამე ახალი არ მოიფიქრონ, რომ ნახავენ, რომ სახე შედარებით დავიცავი, შეიძლება მეორე წრეზე გამოუშვანთქო ამასაც ვფიქრობ”, – განაცხადა ჩაჩანიძემ.

მსგავსი თემები