წალენჯიხაში მანქანა ეზოში შევარდა და სახლის კიბეს შეეჯახა

წალენჯიხაში, ჭანტურიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ეზოში შევარდა და საცხოვრებელი სახლის კიბეს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მანქანას არასრულწლოვანი მართავდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა. მომხდარის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები