რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს გორის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, კირბალის სასაფლაოს ტერიტორიას, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, სპეცდანიშნულების რაზმი იცავს. სოფელში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

მსგავსი თემები