,,მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი” – ზურაბიშვილი

,,მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი”. ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცადა.

,,ძალიან მარტივია, სანამ რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში. ეს მოხდება რუსეთის ნორმალიზაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს საზღვრები, მე მათ პატივს ვცემ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეზობლური ურთიერთობები, პატივისცემა და თანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნორმალური მეზობლური ურთიერთობებისთვის. მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები