აქტივისტებმა კირბალში სასაფლაოს ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს

თამაზ გინტურის დაკრძალვის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა კირბალში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ძველი ეკლესიის თავზე საქართველოს დროშა აღმართეს. რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გააცილეს.

სავარაუდოდ, ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ რუსი ოკუპანტებიც, რომელთა გადაადგილების შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ განაცხადა. ქაცარავას თქმით, ოკუპანტების მობილიზება შეინიშნებოდა და გინტურის დაკრძალვის პროცესს თვალს ადევნებდნენ.

,,ყველა ჩვენგანს ახსენდება ეხლა თამაზ გინტურის სიტყვები – “ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შევე*ი.” ოკუპანტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არასოდეს უკან არ დავიხევთ და არასოდეს უარს არ ვიტყვით ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე.

ოკუპანტები დაახლოებით ნახევარი საათის წინ იმყოფებოდნენ ზუსტად, აი, ამ საგუშაგოზე, რომელიც, ახლა, ფაქტობრივად, უყურებს აქაურობას და დიდი ალბათობით გვაკვირდებიან კიდევაც. ისინი არიან შეიარაღებულები”, – ამბობს ქაცარავა.

მსგავსი თემები