ფინეთში, ტურკუს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.
უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კვების განყოფილებაში მოხდა. 46 წლის ქართველ კაცს დანით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.