,,თუ რუსეთი ომს მოიგებს, ის შესაძლოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს დაემუქროს” – მაკრონი

თუ რუსეთს მიეცემა ომის მოგების უფლება უკრაინაში, ის შესაძლოა დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და ყაზახეთი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში გვექნება ,,ახალი იმპერიული ძალა” ევროპაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის და ყველა ქვეყნის “ვალია” მხარი დაუჭირონ უკრაინას. მაკრონის აზრითვე, შემდეგი თვე იქნება კრიტიკული, რადგან უკრაინა ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული მიწები კონტრშეტევითი ოპერაციებით.

მსგავსი თემები