,,მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას” – თამაზ გინტურის ძმა

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ძმა, ნიკოლოზ გინტური, დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

,,მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას. თუ ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას და დამნაშავეებს გადმოსცემენ საქართველოს, დიდი მადლობელი ვიქნები”, – ამბობს ნიკოლოზ გინტური.

თამაზ გინტურს დღეს, 11 ნოემბერს, კირბალის იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომლის ნაწილიც ახლა საოკუპაციო ხაზს მიღმაა.

გინტური დღეს დილით კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. იქ მისი ოჯახის წევრები, თანასოფლელები, მოქალაქეები და ახლობლები იმყოფებიან.

მსგავსი თემები