ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრადმირალის, დანიელ ხაგარის განცხადებით, ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას აღრმავებს. მისი თქმით, 8 ნოემბერს, 50 000 ადამიანი ღაზის სამხრეთ ნაწილში, ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით გადაიყვანეს.
“ჩვენ სახმელეთო ოპერაციას ვაღრმავებთ და იმ შახტებს ვბლოკავთ, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებს უკავშირდება. ჰამასის საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს სერიოზული დარტყმა მივაყენეთ – ეს დანაყოფები სტრატეგიულ თავდასხმებს გეგმავდნენ. ჰამასის ლიდერები რეალობას არიან მოწყვეტილი. ჩვენ ვიხილეთ, როგორ მიდის 50 000 ადამიანი, ღაზას მცხოვრებლები, სამხრეთის მიმართულებით – ისინი მიხვდნენ, რომ ჰამასმა კონტროლი დაკარგა”, – განაცხადა ხაგარმა.