სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო – ბექა დავითულიანი

სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ მისი ქმედება არაკონსტიტუციური იყო. მეტი რა შეგიფასოთ? ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პროცედურას ვერ დავიწყებთ. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური პოზიცია ერთხელ უკვე გამოხატა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები