ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის 34 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია.

ამასთან, დაშავდა 8 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 13 ჟურნალისტი.

კომიტეტი მედიის წარმომადგენელთა მოკვლის, დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც ეძიებს.

მსგავსი თემები