ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ გუშინ რუსეთს მოუგეს – თინა ბოკუჩავა

ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ გუშინ რუსეთს მოუგეს, სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ”ერთადერთი სუბიექტი, ვინც ამას ხაზს არ უსვამს, „რუსული ოცნებაა“.

„ევროკომისიის პირობების შემსრულებელი „რუსული ოცნება“ არ არის. ცხრა პირობა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინაშე დგას, უპირველეს ყოვლისა რუსულ დეზინფორმაციას ეხება, რომლის მთავარი პროპაგანდისტი თავად „რუსული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით. რეკომენდაციაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება, რასაც რუსეთთან ფრენების აღმდგენი, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამტარებელი „რუსული ოცნება“ არ გააკეთებს. რეკომენდაცია ეხება დეპოლარიზაციას, როდესაც რეჟიმი ძალადობას და სიძულვიზე დგას, დეპოლარიზაციას არ მოახდენს. მოთხოვნაა, სახელწიფო ინსტიტუციური გაძლიერება და მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, სადაც ყველა უწყებას ოლიგარქი აკონტროლებს, ეს არ მოხდება. დეოლიგარქციაზიაზე ევროპელებმა განმარტეს, რომ ეს საქართველოს დებიძინიზაციას ნიშნავს. ბიძინას პირობებში დებიძინიზაცია ვერ და არ მოხდება. ეს ყველაფერი ახალი კოალიციური დასავლური ხელისუფლების პირობებში აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები