რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ოკუპანტების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს,რომ ევროკავშირი ცდილობს ეს რუსეთს გადააბრალოს.
,,ჩვენ გაკვირვებულები ვართ ევროკავშირის პოზიციით; მათ იგნორირება გაუკეთეს ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებს და დეტალურ განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები,” – განაცხადა ზახაროვამ.