2023-ის ოქტომბერი ისტორიაში ყველაზე თბილი იყო – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერი აღნიშნული სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე თბილი იყო.

მათივე ცნობით, საშუალო გლობალური ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0,85 გრადუსით მეტი იყო და 0,40°C-ით მეტი წინა, ყველაზე თბილ ოქტომბერზე.

,,ოქტომბერი ზედიზედ მეხუთე თვე იყო რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურით. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის ყველაზე თბილი იქნება ისტორიაში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

მსგავსი თემები