ეროვნული სატყეო სააგენტოს 2023 წლის ანგარიში საქართველოს პარლამენტში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ეროვნული სატყეო სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. „2013 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული სატყეო კონცეფციის მიღებით, სატყეო სექტორში დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრესი. სწორედ ამ დოკუმენტით განისაზღვრა ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რაც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის წინაპირობა გახდა. მოგვიანებით, შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც 2020 წელს დამტკიცდა. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მოწესრიგებულია. ჩვენი მიზანია, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ტყის მართვის ეკოლოგიურად გონივრული, ეკონომიკურად წარმატებული და სოციალურად სამართლიანი სისტემა“, – აღნიშნა გარემოს…

მეტი...

დიდ პროგრესს ვაღწევთ ყირიმის მიმართულებით – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ოლექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინას “დიდი წარმატებები ყირიმის მიმართულებით. ,,ჩვენ ახლა დიდ პროგრესს ვაღწევთ ყირიმის მიმართულებით. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას, ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევებია”, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანია ,,PROCTER AND GAMBLE“-ს ელექტრონულ ფოსტაზე, ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას ჯამში 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების…

მეტი...

„ჰამასი“ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს – ჯონ კირბი

„ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს“, – ასე ეხმაურება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას, სადაც გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება. მისი თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა. „ჩვენ ვიცით, რომ 240 მძევლის გარდა, კიდევ სხვა მძევლები ჰყავთ, რომლებიც არიან ბავშვები. ჩვენ ვცდილობთ ამ ბავშვების გათავისუფლებას“, – განაცხადა მან.  

მეტი...

,,ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროინტეგრაციისკენ გზაზე”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. მაია სანდუ ქართველ ხალხს ევროინტეგრაციისკენ გზაზე ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ულოცავს. ,,ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროინტეგრაციისკენ გზაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის”, – წერს სანდუ.

მეტი...

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ობიექტები გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით დაარტყეს შენობას, რომელსაც “ჰეზბოლას” მებრძოლები იყენებდნენ, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ლიბანის ქალაქ კაფრ კილასა და ხიამთან ახლოს. ასევე განადგურდა ის ობიექტები, სადაც “ტექნოლოგიური აქტივები” ინახებოდა. ლიბანის სამოქალაქო დაცვის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმებმა ხიამთან ახლოს სასუქის შესანახი შენობა გაანადგურა.    

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა და მართებული იქნება ჰუმანურობის ჩვენება მისი ბედის მიმართ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის განცხადებით, საუბრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო. “საქართველოს პრეზიდენტთან საუბარში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე ვილაპარაკე. მის სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა და მართებული იქნება ჰუმანურობის ჩვენება მისი ბედის მიმართ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა. ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან სტამბოლში გადააფრინეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისში, საავადმყოფოში მკურნალობდა.

მეტი...

თბილისის რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი ბინა

თბილისის რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი ბინა – სტატისტიკურ მონაცემებს გამოცემა BM.ge აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 2023 წლის ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო (20% მთლიან გაყიდვებში) პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს  დიდი დიღომი (18%) იკავებს. ამასთან, “თიბისი კაპიტალის” კვლევის თანახმად, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დიდუბესა და ჩუღურეთში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეინიშნება, საბურთალოსა და გლდანში კმი შესამჩნევი კლება დაფიქსირდა. ძველ ბინების კუთხით, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე მთაწმინდაზე $2,000-ს აჭარბებს. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით…

მეტი...

,,პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს და მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროპული კომისიის დადებითი შეფასება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და ქართველ ხალხს დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. “პრეზიდენტ ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს და მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროპული კომისიის დადებით შეფასება. მე ასევე დავაყენე უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი”, – წერს ზელენსკი.  

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ – სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია

რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტზე დაყრდნობით იუწყება, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ. მისი თქმით, გულრიფშის რაიონში, მთებში ადგილობრივმა მონადირეებმა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი დაინახეს. ,,ისინი უცროური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავარაუდოდ M-4 შაშხანები ჰქონდათ, ეცვათ შავი ფორმები, ნიღბები, ჩაფხუტები, კარგად ეკიპირებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ დრონიც, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა”, – განაცხადა კიუტმა და აქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის, სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.

მეტი...