სეპარატისტები გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

სეპარატისტები, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს ხუთშაბათს, საღამოს საათებში გადასცემენ.

დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოთიაშვილმა და ,,მისმა თანამებრძოლმა” ,,სახელმწიფო საზღვარი განზრახ დაარღვიეს”. ასევე, წერენ რომ საქართველოს მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რაც ,,საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”. მათივე თქმით, ,,სწორედ გინტური მოითხოვდა ლომისის ტაძრის მონახულებას”.

,,მან აღიარა, რომ ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების შედეგი იყო, რომელიც არ აწარმოებს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლისა და მისი დარღვევის დაუშვებლობის შესახებ“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლევან დოთიაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან 6 ნოემბერს გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური კი მოკლეს.

მსგავსი თემები