ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს – გაერო-ს წარმომადგენელი

ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს, – ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ბევრი მსჯელობა იყო ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე და ის არ უარყოფს პაუზის მნიშვნელობას. მისივე თქმით, ეს არ არის იგივე, რაც ცეცხლის შეწყვეტა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ცალმხრივი წინადადების ნაწილი, რათა ღაზაში ასობით ათასი სასოწარკვეთილი მშვიდობიანი მოქალაქე ე.წ. უსაფრთხო ზონებში გადაიყვანოს“, – განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.

 

მსგავსი თემები