ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელი “პროვოკატორებს” ხელშია და საიდუმლო ინფორმაციის გამცემების დასჯა უნდა მოხდეს.
,,სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელ პროვოკატორებს ხელში ჩაუვარდათ. დაე იყოს მათ სინდისზე, ვინც დღეს თანამშრომლობს მტრული სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან და ღალატობს თავის ხალხს. სამწუხაროდ, მსგავსი სიგნალები გახშირდა, რაც მიუთითებს ზოგიერთი მოქალაქის ადგილზე თანამშრომლობაზე ჩვენი სამხრეთელი მეზობლის სადაზვერვო სამსახურებთან. ჩვენთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ვაიდენტიფიციროთ ის თანამშრომლები და ნაძირლები, რომლებმაც ჩაიდინეს ტერორისტული თავდასხმები და თანამშრომლობდნენ ქართულ სპეცსამსახურებთან”, – წერს კოკოითი.