უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას ულოცავს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.
,,ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსასურებაა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად”, – წერს არახამია.