რუსეთმა ხერსონი დაბომბა

რუსეთმა ხერსონის ოლქში მდებარე კორაბელნის რაიონი დაბომბა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 72 წლის კაცი დაბომბვის დროს აივანზე იმყოფებოდა.

დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ავტოფარეხები.

მსგავსი თემები