საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში და ქალზე ძალადობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკა 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს მოიცავს.
უწყების ცნობით, საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9 თვეში 5 920 ადამიანი გახდა- მათგან 4 977 ქალია, ხოლო 943 კაცი. რაც შეეხება გამოვლენილ მოძალადეებს, 4 785 გამოვლენილი მოძალადე მამრობითი სქესისაა, ხოლო 867 მდედრობითი სქესის.
სტატისტიკის თანახმად, საკვლევ პერიოდში, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის 6 059, ეკონომიკური ძალადობის 76 შემთხვევა, სექსუალური ძალადობის 26, იძულების – 64, ხოლო უგულებელყოფის 44 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ქალზე ძალადობას, როგორც შსს-ს სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის 9 თვეში, ძალადობის მსხვერპლი 525 ქალი გახდა. საკვლევ პერიოდში ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის – 940, ეკონომიკურის 1, სექსუალურის 15 და იძულების – 15 შემთხვევა აღირიცხა.
გამოვლენილ შემთხვევებში, 505 მოძალადე კაცია, 29 კი ქალი. საკვლევ პერიოდში შსს-მ 573 შემაკავებელი ორდერი გამოსცა.