გვჭირდება ჰუმანიტარული პაუზა რაც შეიძლება მალე – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა.  პარიზში მიმიდინარე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციაზე, მაკრონმა შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს ვითარება რთულია და ყოველდღე უარესდება. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო მოსახლოების დაცვაზე და ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული პაუზა რაც შეიძლება მალე და ასევე უნდა მივისწრაფოდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ – ეს უნდა გახდეს შესაძლებელი. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს და გვაქვს საერთო ვალდებულბები, რომლებმაც დღეს აქ შეგვკრიბა. როგორც ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებებს, ჩვენც გვაღელვებს ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში. მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები, ეს აუცილებლობას წარმოადგენს და განხილვას არ ექვემდებარება. ეს წარმოადგენს დაუყოვნებლივ საჭიროებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის წინაპირობა, რომ ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან იყოს ეფექტური“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი თემები