გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, მათი სახელით საგადასახადო დავალიანების თაობაზე ყალბი შეტყობინებები ვრცელდება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
აღნიშნული შეტყობინებები მოქალაქეებს, ძირითადად, მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
,,შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299.
აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ “საქართველოს ფოსტის” მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება”, – ნათქვამია განცხადებაში.