უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს. მისი თქმით, უკრაინამ  კონტრშეტევის კონკრეტული მიზნები შეიმუშავა 2024 წლისთვის, თუმცა ეცდება, 2023 წელს მიაღწიოს ფრონტზე წარმატებას.

„გვაქვს მიზანი, სად წავალთ და რომელი მიმართულებით გავაგრძელებთ კონტრშეტევას, მაგრამ ჩვენ ვკარგავთ ხალხს ყოველდღე. ეს შოუ და ფილმი არ არის. ჩვენ ყველას გაოცება არ გვსურს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, ვცადოთ, რომ არცერთი დღე არ დავკარგოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ სამხრეთსა და აღმოსავლეთში წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა წარმატებაში დარწმუნებულია.

„ჩვენი სამხედროები მივიდნენ სამხრეთში და დაინახეს დანაღმული ველები, რადგანაც ჩვენ საბრძოლო მასალას შვიდი თვე ველოდებოდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები