,,თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს – მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება”- ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს.

,,6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება”, – განაცხადა ფოტიგამ.

 

მსგავსი თემები