,,თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ”- გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლე

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლე, სოფიო ანდრიაძე ითხოვს მისი ქმარი სახლში დააბრუნონ. მისი თქმით, მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი იცის.

,,არაფერი არ ვიცი, ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს. მეც ყველაფერს ველოდები, რა იქნება…ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული,საშინაო ფორმით არის წასული. ვაშლი უნდა დაედო და ბაღში უნდა წავსულიყავით, არავის გამოუვლია”, – აცხადებს სოფიო ანდრიაძე.

მსგავსი თემები