დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ – გურამ მაჭარაშვილი

დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ, დარწმუნებული ვარ, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მოცემის საბოტაჟირებისთვის თავად ოპოზიცია იბრძოდა.

„კანდიდატის სტატუსის მოცემის საბოტაჟირებისთვის თავად ოპოზიცია იბრძოდა, რაზეც თავად ისაუბრა. დიდია ალბათობა, რომ სტატუსს მოგვცემენ, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მათ რადიკალიზმისთვის აღარ გამოადგებათ. ოპოზიციის ნაწილი, ვინც ბრიუსელში დადიოდა აშავებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციას არასამთავრობო სექტორმა გადაასწრო, რომელთაც პირდაპირ აღიარეს, თურმე საქართველოში დემოკრატიის ნიშნები არ არის, დემოკრატიული ინსტიტუტების არ მუშაობს, მაგრამ საქართველოს სტატუსი მაინც მიეცითო. სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ასევე იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, ევროპაში რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები გამოჩნდებოდნენ. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ისინი გამოჩნდნენ კიდეც და გვაქვს იმედი, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ, დარწმუნებული ვარ, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყება. კანდიდატის სტატუსის მიცემა იმას ნიშნავს, რომ სტატუსი მისცეს ხალხს, სახელმწიფოს, ხელისუფლებას და ოპოზიციას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები