მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ცვლილებაში და მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ეხება – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  მზად არის, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ცვლილებასთან დაკავშირებით და მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ეხება. მისი თქმით,  ჩვენს თანამემამულეებს საკონსტიტუციო უფლების რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ მათ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ „ინიციატივას ორი მიმართულება აქვს – ერთია, არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობა და მეორეა, საარჩევნი უბნების მაქსიმალურად გაზრდა, რადგან ქალაქებში, სადაც ასზე მეტი ჩვენი თანამემაულე ცხოვრობს, საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას და მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ინიციატივა, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ უმნიშვნელოვანეს…

მეტი...

ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა – ერდოღანი

ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში  განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება. „თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება ხელს შეუწყობს გზას ჯერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ, შემდეგ კი, მუდმივი მშვიდობისკენ. ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რათა საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 1 წლის განმავლობაში, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით 462 განაცხადი განიხილა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბერს განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში – 2023 წლის 1 ნოემბრამდე, სააგენტოში 462 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 251 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 1 წლის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 117 საქმეზე – 77 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 65…

მეტი...

მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 82433 პირს დააკლდა, 74-ს კი სრულად ამოეწურა

შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები სულ 82433 პირს დააკლდა, 74-ს კი სრულად ამოეწურა. 100 ქულა უკლებლივ შეინარჩუნა 1 220 946-მა პირმა. ცნობისთვის, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.  

მეტი...

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი); ტანსაცმელი და…

მეტი...

ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ”ბიბისის” ინფორმაციით, სამხედროები ღაზაში სამხედრო შეტევაში იღებდნენ მონაწილეობას. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან 338 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ის დღეს შეხვედრებს თელავივში გამართავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენის მიზანია, დაარწმუნოს ნეთანიაჰუ, რომ ისრაელმა   გადადგას ნაბიჯები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად.  

მეტი...

პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის…

მეტი...

,,არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად“- კამალა ჰარისი

ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ ისრაელის უფლების მხარდაჭერა, დაიცვას საკუთარი თავი. მოდი ვიყოთ მკაფიო და არ დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ასობით ათასი, 1 400 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, დახოცეს. ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ ესწრებოდნენ კონცერტს. ასე რომ, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად“, – განაცხადა ჰარისმა.  

მეტი...

თბილისში მამა-შვილი დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორებას წინ, მამა-შვილსა და ნასვამ მეზობელს შორის  შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

მადლობელი ვართ აშშ-ის ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების გადაწყვეტილების გამო – ზელენსკი

მადლობელი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების გადაწყვეტილების გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სანქციებმა უნდა იმუშაონ ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს გვერდის ავლის შესაძლებლობა. „რუსული და არა მხოლოდ რუსული სუბიექტები, რომლებიც აგრესიაზე მუშაობენ, ახლა აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს არის ის, რაც საჭიროა. სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა. ამ მიზნით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ერთიანი სამყარო უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, აშშ-მა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

მეტი...

გაეროს დახმარების სააგენტოს განცხადებით, მისი საწვავის მარაგი ღაზაში მთლიანად ამოწურულია

ღაზაში გაეროს მთავარი სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მისი საწვავის მარაგი “სრულიად ამოწურულია” და ანკლავში დარჩენილი ბოლო საჯარო სერვისები “სრულიად ჩამოიქცა”. მისი თქმით, საწვავის ნაკლებობა ნიშნავს, რომ გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის (UNRWA) ვერ შეძლებს საავადმყოფოების, წყლის სადგურისა და საცხობების მომარაგებას “მომავალ დღეებში”. ,,იყო კომერციული საწვავი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო და ასევე იყო საწვავი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შემოიტანა ელექტროსადგურის მოსამარაგებლად”, – განაცხადა ფილიპ ლაზარინმა.

მეტი...

რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია

გასულ ღამეს რუსეთმა  უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის გარეუბნებზე მიიტანა იერიში. ხარკოვის ოლქის პოლიციის განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა სულ მცირე 10 დრონით დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა და დაიწვა საცხოვრებელი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, ფერმის შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.

მეტი...

რუსული Red Wings სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენების დაწყებას გეგმავს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines  16 ნოემბრიდან საარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეული ავიარეისების დაწყებას გეგმავს. „16 ნოემბრიდან Red Wings Airlines გეგმავს ყოველკვირეულ ფრენებს საქართველოს დედაქალაქში. ფრენები დაგეგმილია ხუთშაბათს და მათი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი 45 წუთია”, – წერს ТАСС. გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები განხორციელდება Sukhoi Superjet-ის ტიპის თვითმფრინავით, რომელიც 100 მგზავრზეა გათვლილი. რუსული კომპანია ფრენებს ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ეკატერინბურგიდანაც ასრულებს.  

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი. თბილისში: დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14+16 გრადუსი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დღის ბოლოს მოსალოდნელია…

მეტი...

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ხის საამქროს პირველ სართულზე ხანძარი იყო. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...