,,ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსია“- პუტინი სანქციების ახალი პაკეტის შესაძლო დაწესებაზე

ვლადიმერ პუტინი ეხმაურება დასავლეთის გეგმას, რომ შესაძლოა, რუსეთში წვრილმანი საქონლის შეტანა აიკრძალოს. მისი თქმით, ევროპის დიდი ქალაქებიდან რუსეთში ბაღლინჯოების ექსპორტის უფრო მცირე შანსი იქნება.

„ალბათ რაც ნაკლები ნაგავი, მით უკეთესი. ევროპის დიდი ქალაქებიდან აქ ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის, რამდენიმე ევროპული ქალაქი, მათ შორის პარიზი, ბოლო თვეების განმავლობაში ბაღლინჯოების გამრავლების საწინააღმდეგო ზომებს იღებს.

 

მსგავსი თემები