ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა – არესტოვიჩი

ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხელს არ შეუიშლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში.

„პარტნიორების მიწვევით საზღვარგარეთ ვიმყოფები, სადაც ბევრ შეხვედრაზე მთავარი სპიკერი ვარ. რისკები საკმარისად ბევრია. რა არ მიწოდეს, გამცემიდან დაწყებული, სისხლის სამართლის დამნაშავით დამთავრებული. არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ აღძრულია უმაღლესი რადას დეპუტატების მიერ და ეს აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა. ყველაფერი ამის ცვლილებაა საჭირო. რისკებს ვაფასებ ფხიზლად, სრულიად არ მეშინია. აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხელს არ შემიშლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში. ადამიანი არის უდანაშაულო, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. არ ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები