ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი – პრეზიდენტი

გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას.

“გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს და ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.

მსგავსი თემები