არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ასე რომ, საგანგაშო არაფერია – კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

„არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხებოდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თავად პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ყველა თვალსაზრისით მძიმე იქნება, გარდა ამისა, გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს.

„არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც ჩვეულებრივ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები